Illustration ადგილობრივი ხელისუფლების ქსელის ან ასოციაციის სახით

ადგილობრივი ხელისუფლების ქსელები და ასოციაციები უმთავრესი კატალიზატორია მერების შეთანხმების გაძლიერებისა და სტიმულირებისათვის. ადგილობრივი და მთლიანი ქვეყნის კონტექსტის ცოდნა მათ მერების შეთანხმების ოფისსა და ხელის მომწერ ებს შორის შეუცვლელ შუამავლებად აქცევს.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების ქსელები და ასოციაციები მონაწილეობენ, როგორც შეთანხმების მხარდამჭერები. ისინი იღებენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ მერების შეთანხმებას მონაწილეებში, შეთანხმების პროცესში გაუწევენ მათ მეგზურობასა და გაუზიარებენ გამოცდილებებს.

რა ვალდებულებებია გათვალისწინებული?

ადგილობრივი მმართველობების ქსელები და ასოციაციები, რომლებიც შეთანხმების მხარდამჭერების სახით მონაწილეობენ, ოფიციალურად კისრულობენ შემდეგ ვალდებულებებს:

  • მერების შეთანხმების სტიმულირება და წევრების დახმარება შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად;
  • მერების შეთანხმების საჯაროდ აღიარება თავიანთი პოლიტიკის ძირითად ელემენტად;
  • ხელის მომწერ მხარეებსა და კანდიდატ ქალაქებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა;
  • თავიანთ წევრებს, მერების შეთანხმების ოფისსა და სახელმწიფო/რეგიონულ მასმედიას შორის შუამავლის როლის შესრულება;
  • სახელმწიფო და რეგიონულ დონეზე ჩატარებულ შესაბამის ღონისძიებებსა და ინიციატივებთან სინერგიზმების იდენტიფიცირება;
  • თავიანთი წევრების მიერ მერების შეთანხმების განხორციელებისა და ასევე მათი, როგორც შეთანხმების მხარდამჭერების მიერ გაწეული მომსახურების შესახებ კომენტარის წარდგენა;

უმოქმედობის ან არასაკმარისი ძალისხმევის შემთხვევაში ევროკომისია იტოვებს უფლებას, შეუწყვიტოს ქსელს შეთანხმების მხარდამჭერის სახით მონაწილეობა.

როგორ ხდება განაცხადის გაკეთება?

შეთანხმების მხარდამჭერის სტატუსის მოსაპოვებლად ადგილობრივი მთავრობების ქსელებმა შემდეგი ეტაპები უნდა გაიარონ:

  • შეავსონ ინტერესის გამოხატვის ონლაინ ფორმა;
  • როცა მათი მონაწილეობის უფლება დადასტურდება, შეავსონ შეთანხმების ფორმა, რომელზეც ხელი ევროკომისიამ უნდა მოაწეროს;
  • მერების შეთანხმების ოფისის დასტურის შემდეგ განაახლონ მათი ონლაინ პროფილი ამომწურავი ინფორმაციით იმ მომსახურების შესახებ, რომლითაც ისინი უზრუნველყოფენ ხელის მომწერ მხარეებს.

რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა?

შეთანხმების მხარდაჭერები მერების შეთანხმებაში მონაწილეობით დამატებით უპირატესობებს მიიღებენ. მათ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაიხსნება, მათ შორის:

  • თავიანთი წევრების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • თავიანთი წევრების ენერგეტიკის მდგრადი საქმიანობისათვის ხელის შეწყობა;
  • თავიანთი მომსახურების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობა;
  • თავიანთი გამოცდილების სხვა ქსელებთან გაზიარება და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება;
  • ევროკომისიის მფარველობითა და აღიარებით სარგებლობა;
  • შეთანხმების ფარგლებში მათ მიერ ორგანიზებული მთავარი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • მათი წევრობის გამყარება და გააქტიურება;
  • საგანგებო კომიტეტებში, სემინარებსა და სადისკუსიო ჯგუფებში მონაწილეობა.
Twitter
მონაცემთა გაცვლა
მობილურის მეშვეობით
Facebook
გახდით შეთანხმების
ვებგვერდის თაყვანისმცემელი
Newsletter
ყოველთვიური საინფორმაციო
ბიულეტენის გამოწერა
Rss
სიახლეების რეალურ
დროში მისაღებად
ევროკომისიის ევროკომისიის. მერების შეთანხმების ოფისების მიერ კოორდინირებული ვებგვერდი.
სიახლეები | პროგრამა | საიტის რუკა | Rss დახმარება | ვებგვერდის შემქმნელები | იურიდიული საკითხები