Illustration როგორც ადგილობრივი მთავრობა

ადგილობრივი მმართველობები წამყვან როლს ასრულებენ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. ამაში მათ ეხმარება მერების შეთანხმებაში მონაწილეობა, რაც მათ მტკიცე მხარდაჭერის მიღებისა და კავშირების დამყარების საშუალებას აძლევს შეთანხმების ტერიტორიულ კოორდინატორებთან, შეთანხმების მხარდამჭერებთან, მერების შეთანხმების ოფისთან, ინსტიტუტებთან და სხვა მონაწილე მხარეებთან. მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში, ადგილობრივ მმართველობებს შეიძლება დაეხმაროს სხვა ქვეყნების კარგი გამოცდილება, რომ დაარწმუნონ მათი მთავრობები და პარტნიორები, შეუერთდნენ მერების შეთანხმებას და იმოქმედონ.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

მერების შეთანხმება ღიაა ყველა ადგილობრივი მთავრობისათვის, რომელიც არჩეული წარმომადგენლების მიერ დემოკრატიული გზითაა შექმნილი, მიუხედავად მათი ზომისა და ენერგეტიკული თუ კლიმატური პოლიტიკების განხორციელების ეტაპისა.

როგორ შეიძლება შევუერთდეთ?

იმისათვის, რათა შეუერთდეს მუდმივად მზარდ ინიციატივას, ადგილობრივმა მთავრობამ შემდეგი პროცესი უნდა გაიაროს:

  • მერების შეთანხმების ინიციატივის წარდგენა მუნიციპალური საბჭოსათვის;
  • უზრუნველყოფა, რომ შეთანხმებაზე ხელის მოწერის გადაწყვეტილება მიღებულია საბჭოს მიერ ოფიციალური რეზოლუციით;
  • მერისათვის ან ქალაქის საბჭოს სხვა ანალოგიური წარმომადგენლისათვის გაცემულია შეთანხმებაზე ხელის მოწერის ოფიციალური ნებართვა;
  • გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მერების შეთანხმების ოფისში კომისიისათვის ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა;
  • უნდა მოხდეს ქალაქის საბჭოში გაგზავნილ დამადასტურებელ წერილში რეკომენდებული ნაბიჯების გათვალისწინება.

როდის შეიძლება მონაწილეობა?

ადგილობრივ მთავრობებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მერების შეთანხმებაზე ხელის მოწერა, რადგან ხელის მოწერისათვის საბოლოო ვადა არაა დაწესებული. მერების შეთანხმების ცერემონიალი ტარდება ყოველწლიურად. ამ ცერემონიალს უამრავი მერი ესწრება, ხელის მოწერის საჯარო ხასიათი ინიციატივის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა?

მერების შეთანხმების ხელის მომწერ ები მოძრაობას სხვადასხვა მიზეზით უერთდებიან, მათ შორისაა:

  • ადგილობრივი მონაწილეებისათვის სტაბილური ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური გარემოს შექმნის (ფინანსურად ხელმისაწვდომი ენერგია, სამუშაო ადგილების შექმნა, უფრო ჯანსაღი გარემო და სხვ.) მცდელობაში დახმარების მიღება;
  • მუნიციპალიტეტში ახალი პოლიტიკური, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების განვითარება მოქალაქეთა კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, ენერგეტიკული და კლიმატური პრობლემების დაძლევის მიზნით.
  • საკუთარ ტერიტორიაზე მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისაკენ მიმართული ზომების მიღება ან ხელშეწყობა;
  • სხვა მხარეების მაგალითებითა და მხარდაჭერით სარგებლობა;
  • თავიანთ ტერიტორიაზე მიღებული გამოცდილებისა და დაგროვილი ცოდნის გაზიარება სხვებთან;
  • გახდნენ როგორც ადგილობრივი ენერგეტიკის მდგრადი განვითარების პიონერები; და ამით თავისი ტერიტორია გახადონ ცნობილი.
  • სხვადასხვა ორგანიზაციების მფარველობითა და მხარდაჭერით სარგებლობა (ევროკავშირის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ინსტიტუტები);
  • გლობალური მასშტაბით CO2-ის ემისიის შემცირებაში წვლილის შეტანა
Twitter
მონაცემთა გაცვლა
მობილურის მეშვეობით
Facebook
გახდით შეთანხმების
ვებგვერდის თაყვანისმცემელი
Newsletter
ყოველთვიური საინფორმაციო
ბიულეტენის გამოწერა
Rss
სიახლეების რეალურ
დროში მისაღებად
ევროკომისიის ევროკომისიის. მერების შეთანხმების ოფისების მიერ კოორდინირებული ვებგვერდი.
სიახლეები | პროგრამა | საიტის რუკა | Rss დახმარება | ვებგვერდის შემქმნელები | იურიდიული საკითხები