Illustration მხარის ან რეგიონის სახით

მერების შეთანხმების წარმატებაში რეგიონების, მხარეებისა და სხვა ადმინისტრაციული ერთეულების თვითმმართველობების აქტიურ მონაწილეობას დიდი დამსახურება აქვს, რამდენადაც მათ თავიანთი რესურსები და ნოუჰაუ ხელის მომწერი მხარეების სამსახურში ჩააყენეს. კომისია მათ შეთანხმების კოორდინატორებად აღიარებს, რადგანაც მათ განუმეორებელი წვლილი შეაქვთ შეთანხმების მისიისა და როლის შესახებ ცნობიერების გაძლიერებაში.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

ევროკომისია შეთანხმების კოორდინატორად აღიარებს მხარეებს, რეგიონებს, მუნიციპალურ რაიონებს, ადგილობრივი მმართველობების ჯგუფებს და ა. შ. - ნებისმიერ სახელმწიფო მმართველობის ორგანოს, რომელიც ოფიციალურად იკისრებს ვალდებულებას, სტრატეგიული, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა აღმოუჩინოს მერების შეთანხმების ხელის მომწერ მხარეებს.

ზემოაღნიშნულ სახელმწიფო ორგანოებს „ადგილობრივი კოორდინატორების“ სახით შეუძლიათ მონაწილეობა, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, როგორიცაა სამინისტროები და ენერგეტიკის სააგენტოები, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, „სახელმწიფო დონის კოორდინატორების“ სახით.

ენერგეტიკის ადგილობრივ და რეგიონულ სააგენტოებს პირდაპირი მონაწილეობა არ შეუძლიათ, თუმცა სახელისუფლებო ორგანოები მათ ხშირად აძლევენ მათი სახელით მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის ნებართვას. რადგანაც მათი მონაწილეობა ინიციატივის წარმატებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მათ დაჟინებით მოუწოდებენ, რომ თავიანთ მხარეს ან რეგიონს ინიციატივაში მონაწილეობისაკენ უბიძგონ.

რა ვალდებულებებია გათვალისწინებული?

  • თავიანთ ტერიტორიებზე არსებულ მუნიციპალიტეტებს შორის მერების შეთანხმების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მათი მხრიდან შეთანხმებაზე ხელის მოწერის ხელშეწყობა და კოორდინირება;
  • ტექნიკური და სტრატეგიული დახმარების გაწევა იმ მუნიციპალიტეტებისათვის, რომლებიც შეუერთდნენ შეთანხმებას, მაგრამ არ აქვთ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის საკმარისი რესურსი;
  • მუნიციპალიტეტებისათვის მდგრადი ენერგეტიკისსამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელებისდაფინანსებისა დადაფინანსების შესაძლებლობის მხარდაჭერა უზუნველყოფა;
  • საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ადგილობრივი ენერგეტიკული დღეების ორგანიზებაში დახმარების გაწევა; და
  • კომისიისათვის რეგულარული ანგარიშის წარდგენა მიღწეული შედეგების შესახებ და შეთანხმების სტრატეგიულ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

უმოქმედობის ან არასაკმარისი ძალისხმევის შემთხვევაში ევროკომისია იტოვებს უფლებას, შეუწყვიტოს რეგიონს ან მხარეს შეთანხმების კოორდინატორის სახით მონაწილეობის სტატუსი.

როგორ ხდება განაცხადის გაკეთება?

შეთანხმების კოორდინატორის სტატუსის მიღებით დაინტერესებულმა სახელმწიფო ორგანოებმა შემდეგი პროცესი უნდა გაიარონ:

  • შეავსონ ინტერესის გამოხატვის ონლაინ ფორმა;
  • როცა მათი მონაწილეობის უფლება დადასტურდება, შეავსონ შეთანხმების ფორმა, რომელზეც ხელი ასევე ევროკომისიამ უნდა მოაწეროს;
  • ორივე მხარის მიერ შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ განაახლონ მათი ახლადშექმნილი ონლაინ პროფილი ამომწურავი ინფორმაციით იმ მომსახურებისა და მხარდაჭერის შესახებ, რომლითაც ისინი უზრუნველყოფენ ხელის მომწერ ქალაქებს.

რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა?

  • წვლილის შეტანა ქვეყნის ენერგეტიკული, ეკონომიკური, სოციალური და კლიმატური ცვლილებების მიმართულებით დასახულ სტრატეგიაში.
  • შეთანხმების კოორდინატორობას მრავალი უპირატესობა აქვს:
  • ევროკომისიის მფარველობა და აღიარება;
  • საერთაშორისო ასპარეზზე ხილვადობა შეთანხმების ვებგვერდზე თავიანთი ღონისძიებების გამოქვეყნებით;
  • ადგილობრივი სამთავრობო ორგანოების მეშვეობით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და დონორებისგან დაფინანსების მოპოვება;
  • სხვა მონაწილეებთან გამოცდილების გაზიარება;
  • მეცნიერული და ტექნიკური შეფასების მიღება შემუშავებულ მეთოდებსა და საშუალებებზე;
  • სპეციალურ სადისკუსიო ჯგუფებში და სემინარებში მონაწილეობის მიღებითა და სხვა სახით გამოცდილების გაზიარება;
  • და ბოლოს (თუმცა მეტის ჩამოთვლაც შეიძლებოდა) ტერიტორიული განვითარების კონსოლიდაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განმტკიცება.
Twitter
მონაცემთა გაცვლა
მობილურის მეშვეობით
Facebook
გახდით შეთანხმების
ვებგვერდის თაყვანისმცემელი
Newsletter
ყოველთვიური საინფორმაციო
ბიულეტენის გამოწერა
Rss
სიახლეების რეალურ
დროში მისაღებად
ევროკომისიის ევროკომისიის. მერების შეთანხმების ოფისების მიერ კოორდინირებული ვებგვერდი.
სიახლეები | პროგრამა | საიტის რუკა | Rss დახმარება | ვებგვერდის შემქმნელები | იურიდიული საკითხები