Illustration ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის შემოტანა

ეტაპი 2: მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის წარდგენა

გაუზიარეთ სხვებს თქვენი გამოცდილება და გააცანით თქვენ მიერ ადგილობრივად განხორციელებული ღონისძიებები

როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერი მხარე, ვალდებულებას იღებთ, ოფიციალური ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში წარმოადგინოთ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა, რომელშიც აღწერილი იქნება შეთანხმების ამოცანების მისაღწევად დაგეგმილი ღონისძიებები.

თქვენი მესგ უნდა დამტკიცდეს მუნიციპალური საკრებულოს მიერ და თქვენსავე სახელმწიფო ენაზე უნდა აიტვირთოს დოკუმენტების შეტანის ონლაინ-სისტემაში, რომელიც არსებობს ინგლისურ და რუსულ ენაზე „Мое Соглашение “/My Covenenant-ის გვერდზე) (პაროლით დაცული გვერდი). ამავდროულად , უნდა შეავსოთ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის ტიპიური ფორმა/შაბლონი რუსულ ან ინგლისურ ენაზე.

ეს ტიპიური ფორმა/შაბლონი წარმოადგენს ინტერნეტ - ინსტრუმენტს, რომელიც შეგიძლიათ შეავსოთ დამოუკიდებლად. ის საშუალებას მოგცემთ შეაჯამოთ გამომფრქვევის საბაზისო კადასტრის შედეგები და თქვენი მესგ-ს ძირითადი ელემენტები.

წარდგენის შემდეგ თქვენი მესგ-ს მონაცემების შესაბამისობას ამოწმებს გაერთიანებული კვლევითი ცენტრი. მესგ-სნიმუშის დამტკიცების შემდეგ ძირითადი ინფორმაცია გამოქვეყნდება მერების შეთანხმების ვებ-გვერდზე ხელისმომწერის პროფილში. ამის შემდეგ შეძლებთ თქვენი ღონისძიებებისა და პროგრესისშედარებას სხვა ხელისმომწერებთან.

შეკითხვები?

  1. როდისაა საჭირო მესგ-ს წარდგენა?
  2. როგორ უნდა წარვადგინო მესგ?
Twitter
მონაცემთა გაცვლა
მობილურის მეშვეობით
Facebook
გახდით შეთანხმების
ვებგვერდის თაყვანისმცემელი
Newsletter
ყოველთვიური საინფორმაციო
ბიულეტენის გამოწერა
Rss
სიახლეების რეალურ
დროში მისაღებად
ევროკომისიის ევროკომისიის. მერების შეთანხმების ოფისების მიერ კოორდინირებული ვებგვერდი.
სიახლეები | პროგრამა | საიტის რუკა | Rss დახმარება | ვებგვერდის შემქმნელები | იურიდიული საკითხები