Illustration ადმინისტრაციული სტრუქტურები

ადეკვატური ადმინისტრაციული სტრუქტურების შექმნა

მერების შეთანხმების წარმატებისათვის თქვენს ადგილობრივ მთავრობაში შიდა ადმინისტრაციული სტრუქტურა უნდა გადახალისდეს და დაბალანსდეს. შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკრეტული სტრუქტურული ერთეულები, ასევე საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსები უნდა გამოიყოს მერების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისათვის. ენერგეტიკული მდგრადი პოლიტიკის შემუშავება შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც სისტემატურ დაგეგმვასა და უწყვეტ მართვას საჭიროებს. იგი ასევე მოითხოვს თანამშრომლობასა და კოორდინაციას ადგილობრივი ადმინისტრაციის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის, როგორიცაა გარემოს დაცვა, მიწის გამოყენება და ტერიტორიული დაგეგმარება, ეკონომიკური და სოციალური საკითხები, შენობებისა და ინფრასტრუქტურის მართვა, ტრანსპორტირება და გადაზიდვები, ბიუჯეტი და ფინანსები, შესყიდვები და სხვ. ენერგეტიკის მდგრადი მართვა აუცილებლად უნდა იყოს ინტეგრირებული თქვენი მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების სხვა ღონისძიებებთან და ინიციატივებთან და თქვენი ადგილობრივი მთავრობის კომპლექსური გეგმების ნაწილი უნდა გახდეს.

Twitter
მონაცემთა გაცვლა
მობილურის მეშვეობით
Facebook
გახდით შეთანხმების
ვებგვერდის თაყვანისმცემელი
Newsletter
ყოველთვიური საინფორმაციო
ბიულეტენის გამოწერა
Rss
სიახლეების რეალურ
დროში მისაღებად
ევროკომისიის ევროკომისიის. მერების შეთანხმების ოფისების მიერ კოორდინირებული ვებგვერდი.
სიახლეები | პროგრამა | საიტის რუკა | Rss დახმარება | ვებგვერდის შემქმნელები | იურიდიული საკითხები